დააბრუნოს, გამოხატოს კეთილი ნება – აღადგინოს სამართალი და აღიაროს, რომ ეს ქონება მას მითვისებული აქვს უკანონოდ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ თემად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, კარლო კოპალიანმა, ისაუბრა. კარლო კოპალიანის თქმით, დადგა დრო, რომ გიული ალასანიამ აღადგინოს სამართალი და აღიაროს, რომ უკანონ აქვს მითვისებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება, რომელიც თითქოს პუტინისგან გადასარჩენად მისცა მას სააკაშვილმა. „ყველაზე ცუდად მოექცა თავის კოლეგებს. მან ჯერ კიდევ ერთხელ მაშინ დასცინა თავის კოლეგებსა და სტუდენტებს, როდესაც თქვა, რომ ეს ქონება იმიტომ წაიღო, იმიტომ მომცა ჩემმა შვილმაო, რომ პუტინს არ წაეღოო. ამით მან უზარმაზარი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც იმ პროფესურას, რომლებიც თავის დროზე, ათეული წლების მანძილზე მიზერული ანაზღაურებით ქმნიდნენ და უშვებდნენ ძალიან მაგარ სპეციალისტებს ამ უნივერსიტეტიდან. მე ვფიქრობ, რომ დადგა ის დრო, თუ რუსეთის გამო მისცა აღარ არის რუსეთი და დაებრუნებინა. დააბრუნოს, გამოხატოს თავისი კეთილი ნება და დღეს, როცა ჩვენს უნივერსიტეტში 23 000 სტუდენტი და 4 500-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი და დამხმარე პერსონალი ელოდება ამ სამართლიანობის აღდგენას, აღადგინოს სამართალი და აღიაროს, რომ ეს ქონება მას მითვისებული აქვს უკანონოდ. მე მჯერა, რომ საპარლამენტო კომისია მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ასე ელოდება ჩვენი უნივერსიტეტი და არა მარტო ჩვენი უნივერსიტეტი, არამედ ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა კარლო კოპალიანმა.