იურისტთა დასაქმების ფორუმი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და „საქართველოს იურისტთა
უმაღლესი სკოლის“ ერთობლივი ორგანიზებით, თბილისში, პირველი იურისტთა
დასაქმების ფორუმი გაიმართა.
ფორუმში მონაწილე გამოცდილ და დამწყებ იურისტებს შესაძლებლობა მიეცათ 30-ზე
მეტი საჯარო უწყებისა და კერძო ორგანიზაციის ვაკანსიებს გაცნობოდნენ და პირისპირ
გასაუბრებოდნენ დამსაქმებლებს.
ღონისძიება ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის
სტუდენტებისთვის წარმოდგენილი იყო სტაჟირების შესაძლებლობები სამუშაო
გამოცდილებასა და პროფესიულ ცოდნის გასაღრმავებლად.
ფორუმის პარალელურად, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და
„საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სააგენტოს დირექტორის მოადგილემ
ხათუნა ცერცვაძემ და სკოლის დამფუძნებელმა ირმა კახიძემ მოაწერეს.
დასაქმების ფორუმების ორგანიზება სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მიზნად ისახავს
მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობას და დამსაქმებლებისთვის კვალიფიციური
კადრების მოძიებაში დახმარებას.
იურისტთა დასაქმების ფორუმის შემდეგ, მორიგი ფორუმი დაგეგმილია ბათუმში —
ტურისტული სეზონის გახსნამდე, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც მოკლევადიანი
საზაფხულო, ასევე გრძელვადიანი ვაკანსიები სხვადასხვა მიმართულებით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება