„ის რაც მიყვარს საქართველოში, ქართველი ხალხია. აქ ხალხი სავსეა ენერგიით,მათ უყვართ ბედნიერების განცდა, შეკრება და ჩვენი გაოცება“-მსოფლიოტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი

საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზესაუბრობს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელიდირექტორი ნატალია ბაძიონა.„ტურიზმის მსოფლიო დღე ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც საქმე ეხებატურიზმსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. წლის თემატიკა, შეიძლებაითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თემატიკაა – ტურიზმი და მშვიდობა.ყველაზე ჰუმანური ეკონომიკური სექტორი კაცობრიობამ შეიძლებაშეინარჩუნოს ურთიერთგაგების, ინვესტიციების, ეკონომიკური განვითარებისადა ზრდის გზით და რა თქმა უნდა, სოციალური მდგრადობის დამსახურებით. ისრაც მე მიყვარს საქართველოში, ქართველი ხალხია. აქ ხალხი სავსეა ენერგიით,მათ უყვართ ბედნიერების განცდა, შეკრება და ჩვენი გაოცება“,-აცხადებსდირექტორი ნატალია ბაძიონა.გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორისაქართველოს ეკონომიკური წარმატების შესახებ საუბრობს.„ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მშპ 5%-ით გაიზარდა. რაც შეეხებაპირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, 2022 წლიდან ქვეყანაში არის ზრდა დაისტორიული საინვესტიციო ნაკადების შემოდინება. ყველაფერი, რასაცსაქართველო ამის შესანარჩუნებლად აკეთებს, მართლაც ჭკვიანურად დასწორად გათვლილია. მისი მომავალი ეფუძნება ტრადიციას, რომელიც საბოლოჯამში, ამ მიწის უნიკალურობაა“,-განაცხადა ნატალია ბაძიონამ.გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველომ მსოფლიო ტურიზმისდღეს პირველად უმასპინძლა.მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოსმრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები,დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები,ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება