fbpx

ისრაელის ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს და ზუგდიდის მერს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი, მამუკა წოწერია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს  შეხვდნენ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე და  ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებზე.

შეხვედრაზე ასევე, განიხილეს რეგიონულ დონეზე თანამშრომლობისა და პარტნიორობის საკითხები სხვადასხვა სფეროში და  სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს „მაშავის“ დირექტორი, გიორგი ჟღენტი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება