ირაკლი კობახიძე -ხელოვნებაზე მეტი ზრუნვა იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი -ჩვენ საგანგებოდ გამოვყავით დამატებითი ყოველწლიური თანხა ბიუჯეტში,რაც მოხმარდება ხელოვნების სფეროს განვითარებას

ხელოვნებაზე მეტი ზრუნვა, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით,  ამისათვის მთავრობამ საგანგებოდ გამოყო ყოველწლიური დამატებითი თანხა ბიუჯეტში, რაც მოხმარდება ხელოვნების სფეროს განვითარებას.

„ხელოვნებაზე მეტი ზრუნვა, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ამისათვის ჩვენ საგანგებოდ  გამოვყავით ყოველწლიური დამატებითი თანხა ბიუჯეტში,  რაც მოხმარდება ხელოვნების სფეროს განვითარებას. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება იმისათვის, რომ კულტურის მიმართულება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება