ირაკლი კობახიძე: ციხეში არიან კრიმინალები,მათ ჩაიდინეს  კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში და ყველაქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ისჯება  სისხლის სამართლებრივი წესით,ჩვენთანაც  ანალოგიურადაა

ციხეში არიან კრიმინალები, მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში და ყველა ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, ამასთან დაკავშირებით არსებობს რეაგირების ზომები, ისჯება სისხლისსამართლებრივი წესით, ჩვენთანაც მოქმედებს ანალოგიური წესი, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაკავებულ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. 

მისივე თქმით, აღნიშნულმა ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და, სწორედ, ამის გამო იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

„ბუნებრივია, კანონმდებლობის შესაბამისად,  შესაბამის უწყებებს ჰქონდათ შესაბამისი რეაგირება. ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და დანაშაულის გამო იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში,“- განაცხადა პრემიერმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება