ირაკლი კობახიძე  – ჩვენ მოვახერხეთ ძალადობრივი რესურსის მთლიანად განეიტრალება და დღეს ასეთი რესურსი რადიკალურ ოპოზიციას აღარ აქვს, ერთად თავს ვერ უყრიან 2 000 კაცსაც კი, საქართველოში მაიდანი ჩავარდა და არც არასდროს შედგება

ჩვენ მოვახერხეთ ძალადობრივი რესურსის მთლიანად განეიტრალება და დღეს ასეთი რესურსი რადიკალურ ოპოზიციას აღარ აქვს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, რჩება ერთადერთი ის, რომ 2000-მდე ადამიანი ყოველდღიურად იკრიბება ხოლმე რუსთაველის  გამზირზე. 

„მეორე მხარეს არის 1 120 000-ზე მეტი ადამიანი, რომელმაც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“. 4 პარტია, პლუს ყველაზე მდიდარი NGO-ები ერთად თავს ვერ უყრიან 2000 კაცსაც კი.  ეს არის მათი რეალური, მძიმე მდგომარეობა, რაც არის ძალიან კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოში მაიდანი ჩავარდა და არც არასდროს შედგება“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება