fbpx

ირაკლი კობახიძე -საქართველო  ნატო-ს სამიტზე  იქნება წარმოდგენილი 

საქართველო ნატო-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტულად ვინ წავა ნატო-ს სამიტზე, მოგვიანებით დაზუსტდება. 

„იქნება კონსულტაციები, მთავარია, რომ ქვეყანა იქნება წარმოდგენილი სამიტზე, დანარჩენი დეტალები დაზუსტდება. შემდეგ მოგახსენებთ დეტალებს. ქვეყანა ნატო-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი “, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება