ირაკლი კობახიძე –  სანქციები გამოიყენებოდა  როგორც შანტაჟის  ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ,ინტერესი იყო ერთადერთი-ქვეყნის ომში  ჩართვა,ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი

სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ქვეყნის წინააღმდეგ. ინტერესი იყო ერთადერთი – ქვეყნის ომში ჩართვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა.პრემიერის თქმით,  ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი.

„ჩვენთვის ნაკლებად არის ეს საკითხი საინტერესო. სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ქვეყნის წინააღმდეგ. ინტერესი იყო ერთადერთი – ქვეყნის ომში ჩართვა,  თუმცა არც ერთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას. შესაბამისად, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი“, – განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება