fbpx

ირაკლი კობახიძე -რაც შეეხება ამერიკულ და ფრანგულ კანონებს, თავის დროზე ნაცისტების  წინააღმდეგ იქნა  მიღებული, თუმცა დღეს აღარ არიან  ნაცისტები, მაგრამ ეს კანონი დღემდე მოქმედებს აშშ-ში

რაც შეეხება ამერიკულ და ფრანგულ კანონებს, თავის დროზე ნაცისტების წინააღმდეგ იქნა მიღებული, თუმცა დღეს აღარ არიან ნაცისტები, მაგრამ ეს კანონი მოქმედებს დღემდე აშშ-ში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში მოქმედებს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ, რომელიც ერთნაირად ეხება აშშ-სა და რუსეთს.

„რაში გამოიხატება რუსეთის გავლენა, იმაში, რომ ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, იმაში,რომ ასოცირების შეთანხმებაზე ხელი მოვაწერეთ, იმაში, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, თუ ბაზები გაგვიხსნეს წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით იმ ტერიტორიებზე, რომელიც მანამდე რუსეთს არ ჰქონდა ოკუპირებული თუ რაში? ხომ ხედავთ, რამხელა ტყუილში გინდათ აცხოვროთ თქვენი მხარდამჭერები? თქვენი პარტიის პოლიტიკამ გააკეთა ეს ყველაფერი. რუსეთმა ომი დაიწყოო, თქვენმა პარტიამ ჩაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციაში. 

რაც შეეხება ამერიკულ და ფრანგულ კანონებს, თავის დროზე ნაცისტების წინააღმდეგ იქნა მიღებული, თუმცა დღეს აღარ არიან ნაცისტები, მაგრამ ეს კანონი მოქმედებს დღემდე აშშ-ში. 

საქართველოში მოქმედებს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ, რომელიც ერთნაირად ეხება აშშ-ს და რუსეთს. სპეკულანტობა არ შეიძლება. ნაცურია სპეკულანტობა, არ არის ქართული. კეზერაშვილისგან ფულს რომ იღებ, მოქმედებ „ნაცურად“. ფარას კანონი არ მოქმედებს ერთნაირად რუსეთზე და გერმანიაზე? ამერიკული კანონი ერთ სიბრტყეზე რატომ აყენებს რუსეთს და საფრანგეთს? პასუხი არ გაქვთ. ფრანგულ კანონზე თქვით ტყუილი, რომ მხოლოდ მეგობრებზე არ ვრცელდება, ეს ტყუილია, ყველაზე ვრცელდება ფრანგული კანონი. რამდენიმე წუთის წინ თქვენ ევროკავშირის ორი ქვეყანა და ერთი კანდიდატი ქვეყანა გამოაცხადეთ პრორუსულად, საოცრებაა. უნგრეთი, სლოვაკეთი და ბოსნია გამოაცხადეთ. ამ ქვეყნებმა დაგვიჭირეს სხვათა შორის მხარი კანდიდატის სტატუსი როცა მოგვენიჭა“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა „ფორმულას“ ჟურნალისტს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება