ირაკლი კობახიძე  – ოპოზიციას არ ჰყავს არცერთი რეიტინგული და ქარიზმატული ფიგურა, ამის გამოა, რომ ურეიტინგო პოლიტიკოსებს, ხან ერთ დავალებას აძლევენ გარედან, ხან მეორეს, ვერცერთი მათი ინიციატივა ვერ იქნება წარმატებული

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც აქვს ოპოზიციას არის ის, რომ მათ არ ჰყავთ არცერთი რეიტინგული და ქარიზმატული ფიგურა, არცერთი ასეთი პოლიტიკოსი არ არის ოპოზიციაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ამის გამოა, რომ ურეიტინგო პოლიტიკოსებს, ხან ერთ დავალებას აძლევენ გარედან, ხან მეორეს.

„იმ პირობებში, როდესაც აქვთ სერიოზული კრიზისი, მათ შორის, პერსონალურ დონეზე, ვერცერთი მათი ინიციატივა ვერ იქნება წარმატებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება