ირაკლი კობახიძე:ჩვენ ვართ მოხარული, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ახალი  პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან -ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე,თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია დიფ სთეითის  სრულად დამარცხებასაშშ-ში

ჩვენ ვართ მოხარული, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია დიფ სთეითის სრულად დამარცხებას აშშ-ში, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი  კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სურს სუფთა ფურცლიდან განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან.

„ჩვენ რა თქმა უნდა, ვართ ძალიან დაინტერესებულები, რომ მოხდეს აშშ-სთან  ურთიერთობების გადატვირთვა. უფრო მეტიც,  ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვინდა სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და უფრო  მეტიც, ეს  გვინდა  გავაკეთოთ კონკრეტული  გზამკვლევით ,დაახლოებით ისეთივე გზამკვლევით, როგორიც არის შექმნილი ევროკავშირი-საქართველოს  ურთიერთობებისთვის, როგორიც არის ასოცირების დღის წესრიგი. მზად ვართ, რომ კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ინდიკატორებით, სამიზნე მაჩვენებლებით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან.  ჩვენ ვართ  მოხარული, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია დიფ სთეითის სრულად დამარცხებას აშშ-ში. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად  განწყობილი და გვაქვს სრული მზაობა იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული  ურთიერთობები“, – განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება