ირაკლი ბენდელიანი: „თბილსერვისი“ აქტიურადაა ჩართული ყოველდღიურ სამუშაოებში დედაქალაქის დასუფთავებისა და გაუმჯობესების მიმართულებით

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, „თბილსერვის ჯგუფი“ აქტიურად არისჩართული ყოველდღიურ სამუშაოებში დედაქალაქის დასუფთავების,გაჯანსაღებისა და გაუმჯობესების მიმართულებით.„თბილსერვისის“ საქმიანობის, განხორციელებული და დაგემილი პროექტებისშესახებ ირაკლი ბენდელიანმა ინფრასტრუქტურის პოლიტიკის პრეზენტაციაზეისაუბრა.მისივე თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD)გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში, მიმდინარე წლებში შეძენილია 140ერთეული სპეც-მანქანა. ასევე, 2025 წლის ბოლომდე კიდევ 30 ერთეული სპეც-ტექნიკის შესყიდვაა დაგეგმილი.„თბილსერვისი“ აქტიურად არის ჩართული საგზაო ინფრასტრუქტურისრეაბილიტაციაში, ვინაიდან გარკვეული სახის სამუშაოებს უშუალოდ თავადახორციელებს. ეს არის გარე განათების ქსელის, ასევე, თანამედროვე ტიპისმიწისქვეშა ნარჩენების კონტეინერების მოწყობა, რომლებიც, დაახლოებით, 500გვაქვს უკვე; მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია და ადაპტირება შშმპირების საჭიროებებზე. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში განვახორციელეთ ჭაბუაამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული ხის საფეხმავლო ხიდის სრულირეაბილიტაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.მერის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქის მასშტაბით აქტიურადხორციელდება გარე განათების ქსელის მოწესრიგება.პრეზენტაციაზე ირაკლი ბენდელიანმა ნარჩენების მართვის კუთხით მიმდინარე დადაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.„მნიშვნელოვანი პროექტებია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისბანკთან (EBRD ) გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. კერძოდ, შემუშავდათბილისის ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სტრატეგია და 10-წლიანისამოქმედო გეგმა; მიმდინარეობს ბელიაშვილის ქუჩაზე არსებული ნარჩენების გადამტვირთი სადგურის რეაბილიტაცია; დიდ ლილოში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე, მოეწყობა ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის; დაგეგმილია გაზშემკრები სისტემის მოწყობა ; დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე დაიწყება მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს მშენებლობა“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება