ევროპის იმუნიზაციის კვირეულიი, ფარგლებში, თელავში 27 აპრილ – 2 მაისს
სხვადასხვა საინფორმაციო და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა.
თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის
ორგანიზებით, კვირის განმავლობაში, შეხვედრები გამიმართა ბავშვებთან,
მოზარდებთან, მათ მშობლებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებების
პედაგოგებთან.
კამპანიის ფარგლებში ღონისძიება მოეწყო საექიმო უბნებსა და ბაღებში,
სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენლებმა
ვაქცინების შენახვის პირობები შეამოწმებს და ობიექტებში საჭირო
საინფორმაციო მასალები განათავსეს.
შეხვედრა გაიმართა პირველადი ჯანდაცვისა და იმუნიზაციის მიმწოდებელი
დაწესებულებების პერსონალთან, რომლის ფარგლებშიც მიმოიხილეს 2025
წლის რუტინული იმუნიზაციით მოცვის მაჩვენებელი და აღნიშნულის
გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმეს შესაბამისი აქტივობები.
ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის მედპორსონალმა კი ბავშვების
მშობლებთან საინფორმაციო და შემეცნებითი შეხვედრა გამართა, რა დროსაც
იმუნიზაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს.
იმუნიზაციის კვირეული, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯლის
საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრით დასრულდა.
სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს, თელავის
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ
და პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ თელავის მუნიციპალიტეტი იმუნიზაციის კვირეულს
ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობითა და ღონისძიებით აღნიშნავს.
მიმდინარე წლის კამპანიის ძირითადი თემა, „იმუნიზაცია ყველასთვის – ჩვენ
ეს შეგვიძლია“, ხაზს უსვამს იმუნიზაციით მოცვის ხარვეზების აღმოფხვრაში
ადამიანის ინდივიდუალურ და საზოგადოების საერთო პასუხისმგებლობას.