ილურიძის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ ჩხრეკა ჩატარდა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის სახლში,ეძებდნენ ელექტრონულ საათს

ილურიძის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მორიგი ჩხრეკა ჩატარდა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის სახლში, არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები ელექტრონულ საათს და მობილურთან დაკავშირებუოლ ნივთებს ეძებდნენ,- ინფორმაციას “ტვ პირველი ” ავრცელებს.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 31 ივლისს ჩაინიშნა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება