უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, დაჯილდოვდებიან სტუდენტები, რომლებიც ჩაირიცხებიან აკრედიტირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ.
🔹𝟭𝟬𝟬 %- ანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ბაკალავრიატის სტუდენტი დაჯილდოვდება 𝟭𝟬𝟬𝟬 (ათასი) ლარით
🔹𝟳𝟬 %- ანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ბაკალავრიატის სტუდენტი დაჯილდოვდება 𝟳𝟬𝟬 (შვიდასი) ლარით;
🔹𝟱𝟬 %- ანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ბაკალავრიატის სტუდენტი დაჯილდოვდება 𝟱𝟬𝟬 (ხუთასი) ლარით;
︾
სტუდენტი, რომელმაც მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი, დაჯილდოვდება 𝟭𝟱𝟬𝟬 (ათას ხუთასი) ლარით.
☑ სტუდენტი, რომელიც ჩაირიცხა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაჯილდოვდება 𝟮𝟬𝟬𝟬 (ორი ათასი) ლარით.
ᲤᲣᲚᲐᲓᲘ ᲯᲘᲚᲓᲝᲡ ᲛᲘᲡᲐᲦᲔᲑᲐᲓ ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲘᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲛᲔᲠᲘᲐᲨᲘ ᲬᲐᲠᲡᲐᲓᲒᲔᲜᲘ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲐᲪᲘᲐ:
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, ხოლო დოქტორანტურაში ჩარიცხვიდან, ორი თვის ვადაში, სტუდენტმა მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა (დედანი) უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ;
დ) ცნობა( დედანი) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;
ე) საბანკო რეკვიზიტები.