fbpx

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის ინიციატივით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სპორტში ჩართულობის წახალისების მიზნით, ველოტური გაიმართა.

ღონისძიება ჩატარდა მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, “თავისუფლების თამაშების“ ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ერწო-თიანეთის საჯარო სკოლების 130-მა მოსწავლემ.

ღონისძიების ბოლოს თიანეთის მერმა ველოტურში მონაწილე ყველა ბავშვს ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება