თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება. პარალელურად, მიმდინარეობს მიყენებული ზარალის აღრიცხვა

ვითარების გასაცნობად, ადგილზე იმყოფებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. 

ლევან წიკლაურის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სპეც. ტექნიკა და სამუშაოები, შექმნილი პრობლემების სრულ აღმოფხვრამდე, ყველა საჭირო ლოკაციაზე ინტენსიურად გაგრძელდება.

დღეს, საღამოს, მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა დაბა სიონის ადმინისტრაციულ ერთეულში. ორხევში, ყუდროში, ომარაულებსა და საჯინიბოში დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, დაიტბორა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება