თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა დაბა სიონში პანტიანის უბანთან დამაკავშირებელი ხიდ-ბოგირის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება და ხიდ-ბოგირის მშენებლობას და მიმდებარე ქუჩებზე ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.

ლევან წიკლაურის განცხადებით, პროექტის განხორციელება სტიქიის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ დაბა სიონში წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება და მოქალაქეები, ნებისმიერი ამინდის პირობებში, კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებენ.

სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 539 252 ლარს შეადგენს.

default

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება