თელავის ცენტრალურ მოედანზე, “ძველ ბაღში”, ელენე ახვლედიანის 124 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონკურსი „თავისუფალი მხატვრობა“ გაიმართა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია.
ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ჟიურიმ საუკეთესო ნამუშევარი შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა:
• საუკეთესო ფერწერა
• საუკეთესო კომპოზიცია
• საუკეთესო ტექნიკა
ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ფიქრია ყუშიტაშვილი ესწრებოდნენ. კონკურსის სამ სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები 500 ლარიანი საპრიზო ვაუჩერებით დააჯილდოეს.