თელავის მერი ლევან ანდრიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი იაპონიის ქალაქ უშიკუს დელეგაციას შეხვდნენ.
შეხვედრაზე ორ ქალაქს შორის ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მზაობა დაადასტურეს.
ქართულ და იაპონურ მხარეს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თელავისა და უშიკუს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ქალაქების მიერ ერთობლივად შემუშავებული პროექტებით ისარგებლონ და სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში ჩაერთონ.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში იაპონიის ელჩის მოადგილე ჰორიგუჩი გოსიკე ესწრებოდნენ.
იაპონიის ქალაქ უშიკუს დელეგაცია, თელავის მუნიციპალიტეტში ვიზიტის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს შეხვდება და სპორტულ კლუბებს ეწვევა, 26 მაისს კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.