თელავის მუნიციპალიტეტსა და იაპონიის ქალაქ უშიკუს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

თელავის მუნიციპალიტეტსა და იაპონიის ქალაქ უშიკუს შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, პარლამენტის წევრ,
ირაკლი ქადაგიშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ, გიორგი
ალადაშვილთან ერთად იაპონიის ქალაქ უშიკუში ოფიციალური ვიზიტით
იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ქალაქ უშიკუს მერთან და
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ქართულმა და იაპონურმა მხარეებმა ორ ქალაქს შორის სამომავლო
თანამშრომლობასა და მემორანდუმის გაფორმების შესახებ იმსჯელეს.
დელეგაცია სტუმრად იმყოფებოდა ადგილობრივ ძიუდოს კლუბსა და უშიკუს
უძველესი ისტორიის მქონე ღვინის საწარმოსა და შატოში.
შეხვედრა შედგა იაპონიის ქალაქ უშიკუს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების
ასოციაციის ხელმძღვანელებთან, რა დროსაც მხარეებმა საერთო პროექტების
დაგეგმვასა და განხორციელებაზე იმსჯელეს.
იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის დროს შეხვედრა გაიმართა იაპონიაში
საქართველოს საელჩოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან
იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავასთან.
თელავისა და უშიკუს დამეგობრების შედეგად, ორ ქალაქ შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ეკონომიკურ, სოციალურ,
კულტურულ, საგანმანათლებლო და სახელოვნებო სფეროებს მოიცავს.
იაპონიის ქალაქ უშიკუს ოფიციალური დელეგაცია თელავის მუნიციპალიტეტს
მიმდინარე წელს ეწვევა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება