თეა წულუკიანი-დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი- გული არავის აუჩუყოთ იმით, რომ პატიმრობაში გაგზავნილი თავდამსხმელი პირი თურმე ქალია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი, უმრავლესობის წევრზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეზე, მარიამ ლაშხზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, “დაეტიეთ ყველა თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ, რისი გაპროტესტებაც გაგიხარდებათ. სხვა ინდივიდის მინდორზე ნუ გადმოდიხართ”.

წულუკიანი ამბობს, რომ დროა, დასრულდეს დეპუტატის და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა.

“დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი, რასაც მოსამართლე გადაწყვეტს. და გული არავის აუჩუყოთ იმით, რომ პატიმრობაში გაგზავნილი თავდამსხმელი პირი თურმე ქალია. თუ რაღაც ახალი ჯიშის ქალია-ადამიანი.
დაეტიეთ ყველა თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ, რისი გაპროტესტებაც გაგიხარდებათ. სხვა ინდივიდის მინდორზე ნუ გადმოდიხართ!”- წერს თეა წულუკიანი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება