გერმანული სამოგზაურო გამოცემა Travelbook-ის გამოკითხვაში თბილისი
ევროპის 14 ულამაზეს დედაქალაქს შორის მოხვდა. Travelbook-მა სოციალურ
ქსელებში: Facebook და Instagram 200 ათასზე მეტ გამომწერს შეკითხვით
მიმართა ევროპის 47 დედაქალაქიდან სად ისურვებდა მოგზაურობას და
რომელია ევროპის ყველაზე ლამაზი დედაქალაქი. Travelbook-ის გამოკითხვის
მონაწილეებმა შემდეგი დედაქალაქები აირჩიეს: თბილის, რომი, ვენა,
ლისაბონი, პარიზი, პრაღა, სტოკჰოლმი, კოპენჰაგენი, ლონდონი, ამსტერდამი,
ტალინი, ვალეტა, მადრიდი და ათენი.