გლდანის რაიონის გამგეობა სანდრო ახმეტელის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.ამ დროისთვის, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქუჩაზე წყალარინების ქსელს ცვლის, რაიონის გამგეობა კი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსახორციელებს.ახმეტელის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.„გლდანის რაიონის გამგეობა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარეობს სანდრო ახმეტელის, ყოფილი აკაკი ვასაძის ქუჩისსრული რეაბილიტაცია-განახლება. პირველ რიგში, წესრიგდება მიწისქვეშაკომუნიკაციები, რაც საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას -საცხოვრებელი კორპუსების დიდი ნაწილის სარდაფებში წყალი შედიოდა. გარდაამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, განახლდება სკვერები დამოწესრიგდება შუა გამყოფი ზოლი. სამუშაოების დასრულებას ვგეგმავთ აგვისტოსბოლოსთვის, როდესაც საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად იქნებამოწესრიგებული. გარკვეული დისკომფორტი არსებობს გადაადგილებისთვალსაზრისით, თუმცა ამის გარეშე ტერიტორიის მოწესრიგება ვერ ხერხდება“, -განაცხადა კახა კალაძემ.საგზაო სამუშაოები 15 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც,ელექტროსადენები განთავსდება მიწისქვეშა კაბელ-არხებში, შეიცვლება გარეგანათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური სანათები. ასევე, გამოიყოფასაზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები დამოეწყობა საპარკინგე სივრცეები.პროექტის ფარგლებში, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ,ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. კერძოდ, განხორციელდებატერიტორიაზე არსებული შუა ზოლისა და სამი სკვერის რეაბილიტაცია. ქუჩის გამყოფ ზოლსა და მიმდებარე თარგებში მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი. სკვერების
ტერიტორიაზე, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების სისტემა და ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
გზის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 600 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო გამწვანების მიმართულებით სამი მლნ ლარი დაიხარჯება.მიმდინარე სამუშაოებს, თბილისის მერთან ერთად, გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე გაეცნენ.
