თბილისის მერი „თბილისობის“ ორგანიზატორებს მადლობას უხდის

თბილისის მერი კახა კალაძე „თბილისობის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებსმადლობას უხდის.როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რიყესა დაორბელიანის მოედანზე გამართულმა ღონისძიებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია.„გასულ უქმეებზე დედაქალაქმა „თბილისობა“ იზეიმა. მოხარული ვარ, რომთბილისელების და დედაქალაქის სტუმრების ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვიარიყესა და ორბელიანის მოედანზე გამართულმა დღესასწაულმა. გაწეულიუდიდესი შრომისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მერიისთითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ სამსახურის წარმომადგენელს, ვინცაქტიურად იყო ჩართული სამზადისში, რათა შეგვექმნა ისეთი გარემო, რომელიცდედაქალაქის მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებში სასიამოვნო შეგრძნებებსგამოიწვევდა. მართლაც ულამაზესი დღესასწაული გამოვიდა. მინდა, ასევე,მადლობა გადავუხადო არტისტებს, მეწარმეებს, კერძო კომპანიებსა და ყველა სხვამონაწილეს, ვისი ჩართულობითაც არაჩვეულებრივად აღვნიშნეთ ჩვენი ულამაზესიდედაქალაქის დღეები. მიხარია, რომ ეს თანამშრომლობა გრძელდება“, – განაცხადაკახა კალაძემ.ამასთან, მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სამზადისი უკვედაიწყო.„მინდა, მივმართო მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესს: მოემზადეთ,მეგობრებო. წელს გვექნება საოცარი, ჯადოსნური „საახალწლო სოფელი“, საკმაოდმასშტაბური. ბოლო წლების განმავლობაში მართლაც უდიდესი პოპულარობითსარგებლობს ჩვენი „საახალწლო სოფელი“ არა მხოლოდ საქართველოსა დათბილისში, არამედ ევროპასა და მსოფლიოშიც საუბრობენ ჩვენი დედაქალაქისსაახალწლო დღეებზე. წელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამყველაფერს და თქვენი როლი, მხარდაჭერა და ყურადღება მნიშვნელოვანია.მადლობა ამ თანამშრომლოობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება