საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა)რიგით მეშვიდე კონფერენციას და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP)დაჯილდოების ცერემონიას მართავს.ღონისძიებას დედაქალაქის მერი, ათეა-ს პრეზიდენტი კახა კალაძე დაესწრო დაკონფერენცის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათაეროვნული ასოციაციის სახელით, ვმასპინძლობ რიგით მეშვიდე ეროვნულკონფერენციას და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის დაჯილდოების ცერემონიას.სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღევანდელ კონფერენციას ვხვდებით უკვეხელშესახები და თვალსაჩინო შედეგებით, რაც მივიღეთ საუკეთესო პრაქტიკისპროგრამის დანერგვით. როგორც იცით, საქართველოს ადგილობრივთვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციებისხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას.პროგრამა უკვე შვიდი წელია მიმდინარეობს და მისით დაინტერესება სულ უფროიზრდება. იგი ხელს უწყობს, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე,სერვისების მიწოდების წარმატებული მაგალითების გამოვლენას და მათგაზიარებას სხვა მუნიციპალიტეტში. შედეგად, ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს საკმაოდინოვაციური და წარმატებული პროექტები, რომელთაგან ბევრი აღიარებულიასაუკეთესო პრაქტიკად. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა შევჩერდეთ. მომდევნოწლების განმავლობაში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთმუნიციპალური სერვისები და მათზე ხელმისაწვდომობა“, – განაცხადა კახაკალაძემ.ეროვნულ კონფერენციაზე სპეციალური პრიზები და სიგელები გადაეცათდუშეთის, ქუთაისის, ფოთის, თეთრიწყაროს, სენაკის, დმანისის, ხარაგაულის,რუსთავის, ონის, ბათუმის, ბაღდათის, ხაშურისა და ზუგდიდისმუნიციპალიტეტების პირველ პირებს. ღონისძიებაზე ასევე, დაჯილდოვდნენთვითმმართველი ერთეულების ის თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ მიიღესმონაწილეობა საკონკურსო განაცხადის შედგენაში.თბილისის მერმა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსის მონაწილეებსგამარჯვება მიულოცა და თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა.„ათეა სპეციალური პრიზებით ყოველ წელს აჯილდოებს მუნიციპალიტეტებს. წელსჯილდოები გადაეცემათ 11 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულიმუნიციპალიტეტების მერებს. სპეციალური პრიზებით ასევე, დაჯილდოვდებიანთვითმმართველი ერთეულების თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ მიიღესმონაწილეობა საკონკურსო განაცხადის შედგენაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანისიახლე გვაქვს დღევანდელ კონფერენციაზე – მხარეთა შეთანხმებით, საქართველოსპარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა დაათეა-ს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აქ იმყოფებაკომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. მინდა, მას მადლობაგადავუხადო მზაობისთვის, ხელი შეუწყოს დიალოგს საკანონმდებლო დაადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმებაერთობლივი ღონისძიებები დეცენტრალიზაციის პროცესის განვითარების,პროცესის გამჭვირვალობისა და პოპულარიზაციისთვის“, – აღნიშნა დედაქალაქისმერმა.კონფერენციის ფარგლებში, ათეა-სა და საქართველოს პარლამენტის რეგიონულიპოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორისურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. დოკუმენტს კახა კალაძემდა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისკომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა მოაწერეს ხელი.მემორანდუმი დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობისსაკანონმდებლო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, მხარეებს შორისთანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად.ათეა-ს რიგით მეშვიდე ეროვნულ კონფერენციას ცენტრალური და აღმასრულებელიხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისოორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველიპირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.