თბილისის მერია 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 10-ჯერ ზრდის – ბენეფიტი 10 000 ლარი იქნება

„100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამისფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული ხანდაზმულები 1 000 ლარის ნაცვლად,10 000 ლარს მიიღებენ.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემთბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომსოციალური პროგრამების განხორციელებას მიმდინარე წლის ბიუჯეტშიცძირითადი ადგილი დაეთმობა.„მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში ძირითადი მიმართულებაინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, არის სოციალური პროგრამები. ჯერკიდევ არსებობს ოჯახები, ვისაც ჩვენი მხრიდან თანადგომა სჭირდებათ.ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს ჩვენგან ხელშეწყობა ჰქონდეთ დაარავინ დარჩეს პრობლემის პირისპირ. ჩვენ გვაქვს პროგრამა, როდესაც ადამიანს100 წელი უსრულდება, დედაქალაქის მერია ჯილდოს სახით, 1 000 ლარსგადასცემს. წლების განმავლობაში ასე იყო, წელს კი მივიღეთ გადაწყვეტილება,რომ ჯილდო 10-ჯერ გაიზარდოს და 10 000 ლარი გადავცეთ 100 წელსშესრულებულებს. მინდა, ამ ადამიანებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლევუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, თბილისის მერიამ გასულ წელს ფულადი დახმარება 1 000 ლარისოდენობით, 57 ხანდაზმულს ჩაურიცხა, მათ შორის, 23-ს ერთი საუკუნე, ხოლო 34-ს, 101 და მეტი წელი შეუსრულდა.„მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა, თანხის მისაღებად, თბილისის მერიისჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებითუნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს 100 წელს მიღწეულიმოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბოლო ერთი წლისგანმავლობაში, თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ, სამოქალაქო რეესტრისმიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025წლამდე აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარმოუწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება