თბილისის მერიამ, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან
დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში
დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო
სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი
თანხა თბილისში რეგისტრირებულ 52 პირს ჩაურიცხა. კერძოდ, 2 000 ლარი მეორე
მსოფლიო ომის მონაწილე 26-მა ვეტერანმა, ხოლო 1 000 ლარი ამ ომში
დაღუპულთა ოჯახის 26-მა წევრმა მიიღო (ქვრივი, შრომისუუნარო წევრი).
თბილისის მერიამ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ
მოწოდებული ბაზით იხელმძღვანელა და თანხა ბენეფიციართა პირად საბანკო
ანგარიშებზე ჩარიცხა.
9 მაისთან დაკავშირებით, 2024 წელს თანხა 70 პირს ჩაერიცხა, მათგან, 37 მეორე
მსოფლიო ომის ვეტერანი იყო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება