პაველ ჰერჩინსკი საქართველოში “დიფსთეითის” ელჩია რადგან ის მათი პოლიტიკური დირექტივით იმართება და ახალისებს რადიკალურ ძალებს. შეკვეთილი ინტერვიუ, რომელიც პაველ ჰერჩინსკიმ გაზეთ „ბათუმელებს“ მისცა მხოლო გაყალბებული რეალობისათვისაა გამიზნული და ქართული კანონის დაცინვაა – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, საყურადღებოა რომ გაზეთ „ბათუმელებთან” მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ თუ ირიბად ჰერჩინსკიმ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება, თითქოს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულ მათე დევიძეს და სამართალდამცავის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დაკავებულ მზია ამაღლობელს თავისუფლება უკანონოდ აქვთ აღკვეთილი. „პაველ ჰერჩინსკი საქართველოში “დიფსთეითის” ელჩია რადგან ის მათი პოლიტიკური დირექტივით იმართება და ახალისებს რადიკალურ ძალებს. შეკვეთილი ინტერვიუ, რომელიც პაველ ჰერჩინსკიმ გაზეთ „ბათუმელებს“ მისცა მხოლო გაყალბებული რეალობისათვისაა გამიზნული და ქართული კანონის დაცინვაა. არ არის ახალი რომ ოფიციალური ბრიუსელი და მათ მიერ დანიშნული პაველ ჰერნჩინსკი აფინანსებენ და ღიად უჭერენ მხარს რადიკალურ ოპოზიციას, ასევე, იმ ე.წ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც ამ პროცესში ჩართული აქტორები არიან. საყურადღებოა რომ გაზეთ „ბათუმელებთან” მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ თუ ირიბად ჰერჩინსკიმ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება, თითქოს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულ მათე დევიძეს და სამართალდამცავის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დაკავებულ მზია ამაღლობელს თავისუფლება უკანონოდ აქვთ აღკვეთილი. ის “დიფ სთეითის” ღია პოლიტიკურ მესიჯებს აჟღერებს და ქმნის დიპლომატიურ ფონს ამ განცხადებების დამაჯერებლობისათვის. დღეს “ხალხის ძალის” მიერ გამოქვეყნებული წერილით მისი როგორც “დიფ სთეითის” მარიონეტის მხილება კიდევ ერთი გაფრთხილებაა ქართველი ხალხის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ დანაღმულ ველზე ვართ და პოლიტიკურად ტურბულენტურ ველს გავდივართ და ამ პროცესში ღიად გვიტევენ შინ პოლიტიკას ამოფარებული და გარეთ დიპლომატიის მანტიაში გამოწყობილი აქტორები.“ – წერს მეგრელიშვილი.