თამთა მეგრელიშვილი: როდესაც დავით ქართველიშვილის წერილს ვკითხულობდი, დონალდ ტრამპის სიტყვები გამახსენდა. მან რამდენჯერმე თქვა, რომ კანადას ამერიკის შეერთებული შტატები მიიერთებს 51-ე შტატად. თანაც, ისე მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განაცხადა ეს გეგმა, რომ თითქოს არც კი არსებობდეს კანადა, როგორც სუვერენული სახელმწიფო

დღეს გამოქვეყნდა ჩვენი მეგობრის, დავით ქართველიშვილის ვრცელი ანალიზი „დიფ სთეითის“, იგივე გლობალური ომის პარტიის, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველების სამომავლო გეგმებისა და მიზნების შესახებ. ბრწყინვალედ არის ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ უახლოეს პერიოდში მათი ხელით დანგრეულ ქვეყნებს საბოლოოდ გაუუქმებენ სახელმწიფოებრიობას და კორპორაციული ტიპის მმართველობას დააკანონებენ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, არაფორმალური ოლიგარქებისათვის, არ არსებობს სახელმწიფოს ცნება, არ არსებობს სუვერენიტეტი და ეროვნულობა მით უმეტეს. მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი რამ – მათი დიდი ინტერესები. ამიტომ, ამ დიდ ინტერესებს მოამსახურებენ ყველას და ყველაფერს, ხოლო რაც გზად გადაეღობებათ, ეცდებიან რომ გაანადგურონ. „დღეს გამოქვეყნდა ჩვენი მეგობრის, დავით ქართველიშვილის ვრცელი ანალიზი „დიფ სთეითის“, იგივე გლობალური ომის პარტიის, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველების სამომავლო გეგმებისა და მიზნების შესახებ. ბრწყინვალედ არის ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ უახლოეს პერიოდში მათი ხელით დანგრეულ ქვეყნებს საბოლოოდ გაუუქმებენ სახელმწიფოებრიობას და კორპორაციული ტიპის მმართველობას დააკანონებენ. თავის მხრივ, ეს იქნება არაფორმალური ოლიგარქების ჰეგემონიის დაკანონება, ლეგალიზება. ოჯახები თავს აღარ შეიწუხებენ ისეთი უხერხული პროცედურებით, როგორიცაა არჩევნები, პარლამენტის მუშაობა, სამთავრობო ვერტიკალი და აშ. პირდაპირ დანიშნავენ ბიზნეს მოდელიდან გადმოღებულ ერთპიროვნულ მმართველს და ასე გაიმარტივებენ ცხოვრებას. როდესაც ამ წერილს ვკითხულობდი, დონალდ ტრამპის სიტყვები გამახსენდა. მან რამდენჯერმე თქვა, რომ კანადას ამერიკის შეერთებული შტატები მიიერთებს 51-ე შტატად. თანაც, ისე მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განაცხადა ეს გეგმა, რომ თითქოს არც კი არსებობდეს კანადა, როგორც სუვერენული სახელმწიფო. ასეც არის – არაფორმალური ოლიგარქებისათვის (არაფორმალური ჯერჯერობით, თუმცა როგორც ბევრჯერ ითქვა, მალე საკუთარ მმართველობას ლეგალიზაციას გაუკეთებენ ) არ არსებობს სახელმწიფოს ცნება, არ არსებობს სუვერენიტეტი და ეროვნულობა მით უმეტეს. მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი რამ – მათი დიდი ინტერესები. ამიტომ, ამ დიდ ინტერესებს მოამსახურებენ ყველას და ყველაფერს, ხოლო რაც გზად გადაეღობებათ, ეცდებიან რომ გაანადგურონ!“ – წერს მეგრელიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება