ევროპელმა ლიდერებმა შეურაცხყოფის და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის ყველა ზღვარი გადაკვეთეს. აღარაფერი დარჩათ, გარდა იმისა, რომ რუსთაველზე ჩვენს ოპოზიციასთან ერთად ტყვიამფრქვევებთან დადგნენ. თუმცა, სიტყვით და დაფინანსებით ისედაც დგანან, მაგრამ ავრორიდან ჯერ ვერ აუწყეს მსოფლიოს რევოლუციის გამარჯვება საქართველოში“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.
მისი თქმით, რასა იუკნევიჩიანეს მსგავსი პოლიტიკოსები გვახსენებენ იმ ფაქტს, რომ ბოლშევიზმიც, ფაშიზმიც და აგრესიული ლიბერალიზმიც ევროპის პირმშოა, რომლის დავიწყებაც გვინდა, მაგრამ თავად არ გვავიწყებენ.
„ამ წარუმატებლობით გაბოროტებულები კიდევ უფრო მძაფრ ფაზაში შევიდნენ და უკან მოიტოვეს პოლიტიკური ეტიკეტიც, დიპლომატიური პროტოკოლიც, თანამშრომლობითი პრინციპებიც და ჯიქურ მიდიან ვა-ბანკზე, ეგებ რაიმე გამოუვიდეთ. მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ამ პროცესებში ევროპის იმიჯს ანადგურებენ. ხელისუფლებები იცვლებიან, ღირებულებები კი რჩება. იმაზე დიდი მტრობა არ არსებობს, რაც ევროკავშირის დღევანდელმა ხელისუფლებამ უმტრო ამავე ორგანიზაციას, მთლიანად გაუნადგურა იმიჯი არა მარტო საქართველოში, არამედ, თვით ამერიკაშიც კი.
რასა იუკნევიჩიანეს მსგავსი პოლიტიკოსები გვახსენებენ იმ ფაქტს, რომ ბოლშევიზმიც, ფაშიზმიც და აგრესიული ლიბერალიზმიც ევროპის პირმშოა, რომლის დავიწყებაც გვინდა, მაგრამ სამწუხაროდ, თავად არ გვავიწყებენ”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.