თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა ხვდება, რომ იმ “პოლიტიკურ ტორნადოში”, რაც მას უახლოვდება, საქართველოს წვლილიც არის უსამართლობის მხილებით, სუვერენულ სახელმწიფოზე ზეწოლის და ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის აღიარებით

„ამერიკისგან პოლიტიკურ იზოლაციაში მყოფი ევროპა გამოუვალ მდგომარეობაშია. მათი დემოკრატიული იმიჯი კი სრულად განადგურებული,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

ექსპერტის თქმით, რასა იუკნევიჩიანეს მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუცია ევროპის მოძველებული პოლიტიკის ბოლო გამოძახილია.

„ამერიკისგან პოლიტიკურ იზოლაციაში მყოფი ევროპა გამოუვალ მდგომარეობაშია. მათი დემოკრატიული იმიჯი კი სრულად განადგურებული. მთელმა მსოფლიომ ღიად დაინახა, სადამდე მივიდა ერთ დროს ნამდვილად ღირებული მიზნისთვის შექმნილი ევროკავშირი. ევროპარლამენტში სპიკერები შემოაკლდათ, თუმცა, ავტომატური ხმის მიმცემნი ჯერ კიდევ უმრავლესობით ჰყავთ. რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებული რეზოლუციაც სხვა არაფერია, თუ არა ევროპის მოძველებული პოლიტიკის ბოლო გამოძახილი. ხელფეხშეკრული ძველი ევროპელი ლიდერები სხვას რომ ვეღარაფერს აკეთებენ, ისევ მომაკვდავი ქართული ოპოზიციით ცდილობენ ხელოვნურ სუთქვას.

დონალდ ტრამპის უკვე ღია მუქარა ევროპაზე სერიოზულ რყევებზე მიუთითებს. არც ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ დაწყებული ბრალდებებია შემთხვევითი. მართალია, მოძველებული ევროპელი ლიდერების ახალი ოპოზიცია ჯერ ისევ უმცირესობაშია, მაგრამ პოლიტიკა ისეთი სფეროა, სადაც შესაძლოა ყველაფერი მოულოდნელად სწრაფად წარიმართოს. სწორედ ამას გრძნობენ დღევანდელი ევროპის ჩრდილოვანი მმართველები და ცდილობენ, ევროპიდან სადღაც გადაინაცვლონ. ბუნებრივია, სამხრეთ კავკასია, როგორც ახალი გეოპოლიტიკური კარიბჭე ბევრად უფრო მიმზიდველია მათთვის, ვიდრე სხვა რეგიონი. თუმცა, აქ, რეგიონის დომინანტ სახელმწიფოში, მტკიცე კედელი ხვდებათ საქართველოს ხელისუფლების და ხალხის სახით.

ევროპელი მმართველები ხვდებიან, რომ იმ “პოლიტიკურ ტორნადოში”, რაც მათ უახლოვდება, საქართველოს წვლილიც არის უსამართლობის მხილებით, სუვერენულ სახელმწიფოზე ზეწოლის და ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის აღიარებით. ამიტომ ცდილობენ საქართველოზე შურისძიებას. თუმცა, ავიწყდებათ რომ “ქარწაღებულნი” არა მარტო ლიტერატურული, არამედ, პოლიტიკური გმირებიც არიან” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება