fbpx

თავდაცვის მინისტრი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველო, წელს პირველად, უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით აღნიშნავს ევროპის დღეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ევროპის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებას დაესწრო.
ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და თბილისის მერმა კახა კალაძემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა და არაუგვიანეს 2030 წლისა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. “ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაურმა და მთავრობის წევრებმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება