თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში უწყებათაშორისი კურსი გაიხსნა

სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) ახალი სასწავლო კურსი -„გადაწყვეტილების მიღება შეზღუდული რესურსების პირობებში” ოფიციალურად გაიხსნა.მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატაპატიაშვილმა და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ საქართველოში, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ.გამომსვლელებმა უსაფრთხოების ცვალებად გარემოში სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისმნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ ხაზი გაუსვასაქართველოსთან თანამშრომლობის მრავალწლიან და წარმატებულ გამოცდილებას.კურსი, ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესისინსტიტუციონალიზაციასა და რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვასისახავს მიზნად.კურსის ფარგლებში შემდეგ ძირითად საკითხებს განიხილავენ: ეროვნული უსაფრთხოებისპოლიტიკა, სამხედრო დაგეგმვა, თავდაცვის ეკონომიკა, პროგრამული ბიუჯეტირება დაალტერნატიული შესაძლებლობების ანალიზი. თეორიული საკითხების პარალელურად, კურსიმოიცავს ყოველდღიურ სიმულაციურ სავარჯიშოებს, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალებამიეცემათ შეზღუდული რესურსების პირობებში, რეალურ სიტუაციებთან მიახლოებულგარემოში მიიღონ გადაწყვეტილებები.კურსი უწყებათაშორის ფორმატში ქართული მხარის ორგანიზებითა და აშშ-ის მხარდაჭერითტარდება. უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები ღონისძიების ფარგლებში მიიღებენთეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რაც მათ შეზღუდული რესურსების პირობებში ეფექტიანიგადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება