თავდამსხმელი, რომელმაც საფრანგეთში მასწავლებელი მოკლა, „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი, რომელმაც საფრანგეთში მასწავლებელი მოკლა, „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. ამის შესახებ BBC  წერს

ინციდენტი ქალაქ არასის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში დღეს მოხდა. თავდასხმა დანით შეიარაღებულმა ამავე სკოლის ყოფილმა მოსწავლემ განახორციელა. შედეგად 1 მასწავლებელი დაიღუპა, სკოლის დარაჯი და კიდევ ერთი პედაგოგი კი დაიჭრა.

პოლიციის ცნობით, 20 წლის დამნაშავე და ასევე მისი ძმა დაკავებულები არიან. ისინი წარმოშობით ჩეჩნეთიდან არიან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება