ზურაბ ქადაგიძე: “ყოფილი ევროპა” არის იდეალური სახელი, რაც ევროგაერთიანების დღევანდელობას ზუსტად აღწერს – ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ „დიფ სთეითმა“ სრულად წაშალა ევროკავშირის წევრი ქვეყნების სუვერენულობა, მათ მმართველებად აგენტურა დასვა და თავიანთი მიზნების მისაღწევად იყენებს

ზურაბ ქადაგიძე – თუ აქამდე ევროკავშირის ბიუროკრატია და წევრი ქვეყნები დემოკრატიობანას მაინც თამაშობდნენ, ახლა ეს დაბრკოლებაც მოხსნილი აქვთ, ქართველი ხალხი უყურებს ამ ყველაფერს და სათანადო დასკვნებსაც გააკეთებს – მსგავსად დეგრადირებული „ყოფილი ევროპა“ ვეღარ იქნება „დიფ სთეითის“ ხელში ჩვენი შანტაჟის იარაღი

გუშინ, იმედის ეთერში ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა საინტერესო ტერმინი გამოიყენა – მან ევროკავშირი “ყოფილ ევროპად” მოიხსენია და ვფიქრობ, ეს არის იდეალური სახელი, რაც ევროგაერთიანების დღევანდელობას ზედმიწევნით ზუსტად აღწერს, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ„დიფ სთეითმა“ სრულად წაშალა ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების სუვერენულობა, მათ მმართველებად აგენტურა დასვა და თავიანთი მიზნების მისაღწევად იყენებს. ქადაგიძეს ამის ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს ბრიტანეთის მიერ ყოველგვარი დასაბუთების და ფაქტის გარეშე დაწესებული სანქციები.

“გუშინ, იმედის ეთერში ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა საინტერესო ტერმინი გამოიყენა – მან ევროკავშირი “ყოფილ ევროპად” მოიხსენია და ვფიქრობ, ეს არის იდეალური სახელი, რაც ევროგაერთიანების დღევანდელობას ზედმიწევნით ზუსტად აღწერს.

ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გლობალურმა ომის პარტიამ, იგივე „დიფ სთეითმა“ სრულად წაშალა ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების სუვერენულობა, მათ მმართველებად აგენტურა დასვა და თავიანთი მიზნების მისაღწევად იყენებს.
უფრო მეტიც – თუ აქამდე ევროკავშირის ბიუროკრატია და წევრი ქვეყნები დემოკრატიობანას მაინც თამაშობდნენ და ფორმალურად იცავდნენ პოლიტიკის წესებს, ახლა ეს დაბრკოლებაც მოხსნილი აქვთ.

ასე მაგალითად, ყოველგვარი დასაბუთების და ფაქტის გარეშე ბრიტანეთს შეუძლია სანქციები დაგიწესოს და იმის უფლებაც არ გაქვს, რომ იკითხო – თუ რა დააშავე.

რომელიმე ქვეყნის პრემიერს, სრულიად უსირცხვილოდ შეუძლია ნაცმოძრაობის რეჟიმი დემოკრატიის შუქურად, ხოლო ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური მთავრობა დიქტატურად მოიხსენიოს. ევროკავშირს შეუძლია თავად მიიღოს ის კანონი, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს, ხოლო შენც თუ ანალოგიურს გააკეთებ, მას რუსული დაარქვას და უკან გაწვევა მოგთხოვოს…

ჩამონათვალი ძალიან ვრცელია. მიუხედავად ამ უდიდესი უსამართლობისა, მე ამ პროცესში მაინც სასიკეთო ძაფებს ვხედავ. ქართველი ხალხი უყურებს ამ ყველაფერს და სათანადო დასკვნებსაც გააკეთებს, რამეთუ მსგავსად დეგრადირებული „ყოფილი ევროპა“ ვეღარ იქნება „დიფ სთეითის“ ხელში ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების შანტაჟის იარაღი.” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება