პარტიის თავმჯდომარის ქმარი მოიტაცეს და განცხადება მაშინვე კი არ გააკეთა ბოკუჩავამ, დაელოდა დღეების გასვლას და ახლა გვამცნო?! დიდი ალბათობით, “მოდულის” შენობაში გამოამწყვდიეს, ტანით იგრძნო კოტიკომო?! რა სერიოზული განმარტება უნდა გააკეთო ამათ სიგიჟეზე? – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, სინამდვილეში – ბოკუჩავას იმდენად შეუდგა წყალი, ნაციონალურ მოძრაობაში, რომ სკანდალი უნდა დადგას. გამოიგონა ქმრის გატაცება და ძლიერ არგუმენტად, 7 წლის წინ გაკეთებული ბინძური განცხადების სინანულით “აპრავებს” ვითომ-გატაცებას, რომ ხალხი დააჯეროს – აი, მის ოჯახს, როგორ “ატერორებენ. „სიგიჟის მასშტაბია ისეთი, წარმოდგენაც რომ გაგიჭირდება ადამიანს… ადამიანი მოიტაცესო, ფიზიკური კვალი არ ეტყობა, მაგრამ იძალადეს და განცხადება გააკეთებინეს შანტაჟის ქვეშო… მდააა… ანუ – პარტიის თავმჯდომარის ქმარი მოიტაცეს და განცხადება მაშინვე კი არ გააკეთა ბოკუჩავამ, დაელოდა დღეების გასვლას და ახლა გვამცნო?! დიდი ალბათობით, “მოდულის” შენობაში გამოამწყვდიეს, ტანით იგრძნო კოტიკომო?! რა სერიოზული განმარტება უნდა გააკეთო ამათ სიგიჟეზე? შინაგან საქმეთა მინისტრი გარია საქმეში – გელა გელაძე რაღა შუაშია, ასეთი პრიმიტიული მეთოდებით ცდილობენ დისკრედიტაციას? სინამდვილეში – ბოკუჩავას იმდენად შეუდგა წყალი, ნაციონალურ მოძრაობაში, რომ სკანდალი უნდა დადგას. გამოიგონა ქმრის გატაცება და ძლიერ არგუმენტად, 7 წლის წინ გაკეთებული ბინძური განცხადების სინანულით “აპრავებს” ვითომ-გატაცებას, რომ ხალხი დააჯეროს – აი, მის ოჯახს, როგორ “ატერორებენ”… არ გამიკვირდება – ჯო უილსონს, რომ გააკეთებინოს განცხადება. რა დონეზე ხართ დასულები, ატყობთ?!“ – წერს ქადაგიძე.