ზურაბ ქადაგიძე „მეგობრის აქტის“ კანონპროექტზე- ესეც იმავე “ბლეფის” ნაწილია, როგორც აქამდე გვამყოფებენ 30 წელია, უბრალოდ ახლა, სასწრაფოდ ესაჭიროებათ მილევადი რადიკალიზმის გამოცოცხლება და “ბლეფის რე-ბრენდინგი” მოიგონეს

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ვაშინგტონის მიერ „მეგობრის აქტის“ კანონპროექტზე მსჯელობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ქადაგიძის თქმით, საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველები; საერთაშორისო მისიებში დასახიჩრებული ქართველები; საერთაშორისო მისიებში ყველაზე დიდი ადამიანური კონტრიბუცია; საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულება, არ იყო საკმარისი “მეგობარი აქტის”-მაგვარი დამოკიდებულების გამომჟღავნებისა?! თუმცა, ესეც იმავე “ბლეფის” ნაწილია, როგორც აქამდე გვამყოფებენ 30 წელია. მისივე თქმით, სასწრაფოდ ესაჭიროებათ მილევადი რადიკალიზმის გამოცოცხლება და “ბლეფის რე-ბრენდინგი” მოიგონეს, ვითომ აქამდე არ ესაჭიროებოდა საქართველოს რეალური პარტნიორობა და ახლა აღმოაჩინეს. „“ინდიელი ბელადი ნაკოლკები ყელამდი განდონები ფერადი, მგონი ბუშტი გეგონა ბეჯითად, რომ ბერავდი.” ჰო და – ბეჯითად გაბერილი, ახალი ბუშტი გაგვიმზადეს კოლექტიური ნაც-მოძრაობის ლობისტებმა და დაარქვეს “მეგობარი აქტი”… ოღონდ, აქამდე რით ვერ გაამართლა მეგობრობა საქართველომ, რომ თუნდაც თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია და სულ მცირე, პირდაპირი ფრენები დაეწესებინათ გაურკვეველია… თითქოს – * საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველები; * საერთაშორისო მისიებში დასახიჩრებული ქართველები; * საერთაშორისო მისიებში ყველაზე დიდი ადამიანური კონტრიბუცია; * საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულება, არ იყო საკმარისი “მეგობარი აქტის”-მაგვარი დამოკიდებულების გამომჟღავნებისა?! თუმცა – ესეც იმავე “ბლეფის” ნაწილია, როგორც აქამდე გვამყოფებენ 30 წელია. თითზე ჩამოსათვლელი კონგრესმენები იმსჯელებენ და კრება დარჩება მხიარული. უბრალოდ ახლა, სასწრაფოდ ესაჭიროებათ მილევადი რადიკალიზმის გამოცოცხლება და “ბლეფის რე-ბრენდინგი” მოიგონეს, ვითომ აქამდე არ ესაჭიროებოდა საქართველოს რეალური პარტნიორობა და ახლა აღმოაჩინეს… მოკლედ, ბეჯითად დაბერეს ფერადი ბუშტი და კოლექტიურ ნაც-მოძრაობას უგზავნიან, რომ ამათაც, სხვა უსამშობლოებს გადაუნაწილონ “ბედნიერი მომავლის” პერსპექტივა… ოღონდ, ეგ ბეჯითად დაბერილი ბუშტი, რომ ბუშტი არ არის?!“-წერს ზურაბ ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება