fbpx

ზურაბ ქადაგიძე “გამჭვირვალობის კანონის” საბოლოოდ მიღებაზე: ერთი ნაბიჯი, რომელიც გიგანტურ ნახტომს უდრის, სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შეაახებ” კანონზე ვეტოს დაძლევას და კანონის საბოლოოდ მიღებას სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი განცხადებით, საქართველო თავად მიხედავს შიდა პოლიტიკურ საკითხებს და არავის აქვს უფლება, ბოროტად გამოიყენოს სტრატეგიული თუ მეგობრული თანამშრომლობა.

“გილოცავთ

ერთი ნაბიჯი, რომელიც გიგანტურ ნახტომს უდრის, სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე.

“ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნეს”.

საქართველო მიხედავს, თავის შიდა პოლიტიკურ საკითხებს და არავის აქვს უფლება, ბოროტად გამოიყენოს სტრატეგიული თუ მეგობრული თანამშრომლობა.

საქართველოს საგარეო ურთიერთობები, ახალი ფურცლიდან იწყება – საქართველოსთან ყველა თანასწორია!” – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება