ზელენსკიმ უნდა შეიცვალოს აზრი და გაიგოს, რომ მას არცერთი ბუნკერი არ გადაარჩენს-რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი „ბანდერას“, „აზოვის“ და „დუდაევის შაიტანთა“ ბატალიონის მეთაურების მკვლელობისთვის ჯილდოს აწესებს. 500 000 დოლარი თითოეული მეთაურის თავის სანაცვლოდ. ამის შესახებ მან ტელეგრამის გვერდზე დაწერა.

„ამას ვამბობ არა როგორც ოფიციალური პირი, არამედ როგორც მოხალისე რუსეთის პატრიოტების სახელით, რომლებსაც აქვთ ფინანსური შესაძლებლობები და გამოთქვეს სურვილი გადაიხადონ 500 000 დოლარი თითოეული მეთაურის თავში.

მივმართავ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას და უკრაინის უშიშროების სამსახურს: თქვენ უფრო განათლებული და წიგნიერი ხალხი ხართ, უნდა გესმოდეთ სიტუაცია და გვერდში უნდა დაუდგეთ რუსულ ქვედანაყოფებს, რათა განდევნოთ ნაცისტური ბოროტება. მაგრამ რატომღაც უფრო გეშინიათ „ბანდერასი“. ნუ შეგეშინდებათ მათი! რუსი სამხედროების გვერდით არ უნდა გეშინოდეთ.

ზელენსკიმ უნდა შეიცვალოს აზრი და გაიგოს, რომ მას არცერთი ბუნკერი არ გადაარჩენს. ის პირადად არის პასუხისმგებელი უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილზე და თავისი ხალხის მომავალზე. სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია – რუსული მხარის პირობების სრულად შესრულება“, – წერს კადიროვი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება