ზაზა შათირიშვილი ტრამპისა და მასკის დაპირისპირებაზე: ეს ეგრეთწოდებული დაპირისპირება კონკრეტული ძალების მიერ არის ინსპირირებული, ეს სპექტაკლი არაფორმალურმა ოლიგარქმა მმართველებმა კონკრეტული მიზნებისთვის დადგეს

მესიჯი ყველგან ერთია, ერთ ოთახში დაწერილი და შემდეგ, სხვადასხვა კონტროლირებადი მედიებისთვის საელჩოებიდან დარიგებული – თუ როგორი ნაგავია ტრამპი და ამის საპირწონედ, როგორ ეფექტურად მუშაობდა ილონ მასკი. ქართული ევრონიუსიც ამ ფერხულშია, ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს საელჩოდან მიღებულ სპეცსამსახურების დავალებას, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მისი ადმინისტრაციის ერთ-ერთ ყოფილ ლიდერ ილონ მასკს შორის არსებულ დაპირისპირებას ეხმიანება. როგორც შათირიშვილი წერილში აღნიშნავს, მეინსტრიმ მედია, წინასწარ კარგად მომზადებული მესიჯებით, დაუფარავად იჭერს მასკის მხარეს. „სიმართლე გითხრათ – საერთოდ არ ყოფილა გასაკვირი და მოულოდნელი ტრამპისა და მასკის დაპირისპირება. ამ ფონზე პირადად ჩემთვის უფრო საინტერესოა, თუ როგორ აშუქებს მეინსტრიმ მედია აშშ-ის ადმინისტრაციაში კონკრეტული ძალების მიერ ინსპირირებულ კონფლიქტს. პირველად ჩემი ყურადღება საქართველოში მოქმედმა “ევრონიუს ჯორჯიამ” მიიქცია, სადაც ჟურნალისტი, წინასწარ კარგად მომზადებული მესიჯებით დაუფარავად იჭერს მასკის მხარეს – რამდენჯერმე და დაბეჯითებით იმეორებს მის არგუმენტებს და ქმნის განწყობას, რომ თითქოს ტრამპმა მართლაც ისეთი კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც ჩაგრულ ხალხს კიდევ უფრო უუარესებს მდგომარეობას. შემდეგ თვალი გადავავლე უცხოურ მედიას, განსაკუთრებით იმ გამოცემებს და მაუწყებლებს, რომლებიც ამერიკული სპეცსამსახურების ხელით ოლიგარქიული ოჯახებიდან იმართება და აქაც ზუსტად იგივე სურათი დამხვდა. მესიჯი ყველგან ერთია, ერთ ოთახში დაწერილი და შემდეგ, სხვადასხვა კონტროლირებადი მედიებისთვის საელჩოებიდან დარიგებული – თუ როგორი ნაგავია ტრამპი და ამის საპირწონედ, როგორ ეფექტურად მუშაობდა ილონ მასკი. ქართული ევრონიუსიც ამ ფერხულშია, ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს საელჩოდან მიღებულ სპეცსამსახურების დავალებას.“ – წერს შათირიშვილი. როგორც წერილშია აღნიშნული, ეს დაპირისპირება კონკრეტული ძალების მიერ არის ინსპირირებული და არაფორმალურმა ოლიგარქმა მმართველებმა კონკრეტული მიზნებისთვის დადგეს. თუმცა, შათირიშვილის თქმით, ტრამპი ამ პროცესში აშკარად ბუნებრივად მოქმედებს მასკისგან განსვავებით, რომელიც „დიფ სტეიტის“ დავალებას ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს. „ამ ყველაფრის შემდეგ, საზოგადოებისთვის მთავარი კითხვა არის, თუ რა ხდება რეალურად, რატომ გამოვიდა სააშკარაოზე ეს კონფლიქტი და საბოლოოდ, რა იქნება შედეგი. მე თავშივე აღვნიშნე, რომ ეს ეგრეთწოდებული დაპირისპირება კონკრეტული ძალების მიერ არის ინსპირირებული. უფრო მეტიც, მას არაფერი აქვს საერთო არც ბიუჯეტის პროექტთან და არც მასკისა და ტრამპის შეხედულებებთან – ეს სპექტაკლი არაფორმალურმა ოლიგარქმა მმართველებმა კონკრეტული მიზნებისთვის დადგეს და როგორც ტრამპი, ასევე მასკი ამ სანახობაში მთავარი როლის შემსრულებლები არიან. სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპი ამ პროცესში აშკარად ბუნებრივად მოქმედებს, რამეთუ არ იკვეთება, რომ ის წინასწარ არის გაფრთხილებული დიფ სთეითის გეგმებზე, რასაც ვერ ვიტყვით ილონ მასკზე, რომელიც ზედმიწევნითი სიზუსტით ასრულებს მიღებულ დავალებას,“ – წერს ზაზა შათირიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება