ზაზა შათირიშვილი-ოლიგარქიული ოჯახები პირველ რიგში აუქმებენ სამშობლოს ცნებას. სამწუხაროდ, ახლა ევროპა უსამშობლო სახელმწიფოების გაერთიანებას უფრო ჰგავს, საბოლოოდ, “ხალხის გადარჩენის” სლოგანის ქვეშ კორპორაციულ მმართველობას დააკანონებენ

ზაზა შათირიშვილი-თუ ადამიანს არაფერი აქვს გასაფრთხილებელი და დასაკარგი, მისი მართვა და დამონება მარტივი საქმეა. უახლოეს პერიოდში დავასახელებ ოლიგარქიული ოჯახების მთავარ მიზანს, თუ რისთვის ლაგდება ასეთი სქემები, რა მიზანი აქვთ მათ საბოლოოდ და რას უპირებენ საზოგადოებას ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ „მართალია, დღეს კონტინენტის 90% სწორედ “დიფ სთეითი” აკონტროლებს, მაგრამ მართვის ეს მექანიზმი ოლიგარქებისთვის საკმარისი არ არის. მართალია, საფრანგეთს და გერმანიას პირდაპირ ოჯახების აგენტურა, “ბლეკროკის” ყოფილი დირექტორი მერცი და ერთ-ერთი ოლიგარქიული ოჯახის მომსახურე პერსონალი მაკრონი მართავენ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მათთვის ახლა მთავარია საბოლოოდ გააუქმონ სახელმწიფოს ცნება და კორპორაციულ მმართველობას ოფიციალური სახე მისცენ“. ზაზა შათირიშვილი წერილში აღნიშნავს, რომ „ოლიგარქიული ოჯახები პირველ რიგში აუქმებენ სამშობლოს ცნებას. მისივე თქმით, ოლიგარქიული ოჯახები თავიანთ ორგანიზებულ სქემას, რამაც ქვეყნებს უდიდესი პრობლემები მოუტანა – ქვეყნების პოლიტიკური მმართველობის ხარვეზად, მის კრახად გაასაღებენ და საბოლოოდ, “ხალხის გადარჩენის” სლოგანის ქვეშ კორპორაციულ მმართველობას დააკანონებენ, ანუ როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ლეგალიზაციას გაუკეთებენ მათ ჰეგემონიას“. შათირიშვილი აღნიშნავს, რომ კორპორაციული მმართველობის დაკანონება მათი საბოლოო მიზნის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ამასთან საზოგადოებას პირობას აძლევს, რომ უახლოეს პერიოდში დაასახელებს ოლიგარქიული ოჯახების მთავარ მიზანს. „ეს ტენდენცია მალე მთელს ევროპას მოიცავს, ხოლო ამ გზაზე მთავარ ფორმულას ოლიგარქიული ოჯახები დიდი ხანია წარმატებით ამუშავებენ – ისინი პირველ რიგში აუქმებენ სამშობლოს ცნებას. სამწუხაროდ, ახლა ევროპა უსამშობლო სახელმწიფოების გაერთიანებას უფრო ჰგავს, სადაც გერმანიიდან გერმანელები გარბიან, საფრანგეთი ფრანგებისგან იცლება, იტალიაში მიგრანტები დომინირებენ – ბოლოს კი ოლიგარქიული ოჯახები თავიანთ ორგანიზებულ სქემას, რამაც ქვეყნებს უდიდესი პრობლემები მოუტანა – ქვეყნების პოლიტიკური მმართველობის ხარვეზად, მის კრახად გაასაღებენ და საბოლოოდ, “ხალხის გადარჩენის” სლოგანის ქვეშ კორპორაციულ მმართველობას დააკანონებენ, ანუ როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ლეგალიზაციას გაუკეთებენ მათ ჰეგემონიას. ახლა ალბათ გასაგებია, რატომ ებრძვიან ყველაფერს ეროვნულს, ტრადიციულს და ფასეულს. ახლა ალბათ გასაგებია, რატომ აწარმოებენ ლგბტ პროპაგანდას და რატომ ებრძვიან ეკლესიას. მათ ყველაზე მეტად იდეის და ფასეულობის გარშემო გაერთიანებული საზოგადოება აშინებთ. საპირწონედ კი, თუ ადამიანს არაფერი აქვს გასაფრთხილებელი და დასაკარგი, მისი მართვა და დამონება მარტივი საქმეა. ამიტომ საზოგადოებას პირობას ვაძლევ, რომ აუცილებლად შევასრულებ ჩემს სიტყვას და უახლოეს პერიოდში დავასახელებ ოლიგარქიული ოჯახების მთავარ მიზანს, თუ რისთვის ლაგდება ასეთი სქემები, რა მიზანი აქვთ მათ საბოლოოდ და რას უპირებენ საზოგადოებას. კორპორაციული მმართველობის დაკანონება მათი საბოლოო მიზნის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ხოლო საბოლოო მიზანზე, როგორც აღვნიშნე, უახლოეს პერიოდში ვრცელი ანალიზის გამოქვეყნებას ვაპირებ. ეს წერილი კი მინდა ვახუშტი კოტეტიშვილის სრულიად გენიალური პატარა ლექსით დავასრულო, რომელშიც მარტივად და ამავე დროს გასაგებად არის გადმოცემული სამშობლოს და სახელმწიფოს ურთიერთკავშირი: უტოლობა უსამშობლოდ სახელმწიფო ვერ იარსებებს, უსახელმწიფო სამშობლო კი რჩება სამშობლოდ“- ვკითხულობთ წერილში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება