ზაალ მიქელაძე დონალდ ტუსკზე: იმდენი ,,უჩხიკინეს” პოლონურ მიშისტურ ხვრელს, რომ ყველაზე დიდი გველი ,,გამოიყვანეს” ასპარეზზე, მაგრამ არ დააყოვნეს ქართველმა ახალგაზრდებმა და 2:1 -ით დაადუმეს

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით წარმოებულ კამპანიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც მიქელაძე წერს, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის პარალელურად, არავისგან ისმის პროტესტი იმის გამო, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მოსკოვს ,,რუსეთის დღეს” ულოცავს. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მსოფლიოში მიმდინარე მწვავე პროცესების კვალდაკვალ კი, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, რასაც ადასტურებს უნგრეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტისას მიღწეული შეთანხმებები. ,,გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი” – გაუგია ნაცელიტას და იმდენი ,,უჩხიკინეს” პოლონურ მიშისტურ ხვრელს, რომ ყველაზე დიდი გველი ,,გამოიყვანეს” ასპარეზზე, მაგრამ არ დააყოვნეს ქართველმა ახალგაზრდებმა და 2:1 -ით დაადუმეს. და აი საოცრება – რუბიო სამყაროს ,,რუსეთის დღეს” ულოცავს და არ შემხვდა გაბედულები შინ თუ გარეთ, რომ გააპროტესტონ. თუმცა ბალტიისპირელ ,,სუპერდემოკრატებს” ამისთვის არ სცალიათ – მთელი ქვეყანა ,,საარჩევნო მაკულატურის” დალაგებითაა დაკავებული. და ამ დროს ჩვენი ხელისუფლება შუა ევროპაში მეგობრობასა და მშვიდობაზე აწერს ხელს! ჩვენ ყველა ბრძოლას მოვიგებთ! გაიგეთ-ქართველი ხალხი ვერ ეგუება ჩაგვრას, ზიზღს, უსამართლობას, უსამშობლობას, ძალადობას – ფიზიკურს თუ მორალურს,” – წერს ზაალ მიქელაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება