„MEGOBARI აქტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მაინც როგორ წარმოუდგენია აშშ-ს საქართველოსთან და მის ხელისუფლებასთან საერთოდ ურთიერთობა, თუკი მისი პირველი პირები სანქციების ქვეშ ეყოლება?!“- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. ანალიტიკოსის მოსაზრებით, „მივდივართ ვარაუდამდე, რომ აშშ იმედოვნებს ამ და სხვა აქტებით, ღია თუ ფარული ოპერაციებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას, რომ უკვე მის ხელდასხმულ მთავრობასთან დაიწყოს ახალი ურთიერთობა, უფრო სწორად კი დაუბრუნოს ისინი იმ მდგომარეობას, რაც იყო 2004-2012 წწ, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყანა დემოკრატიით შენიღბულ ტერორში ცხოვრობდა, ბოლოს კი ტერიტორიების 22% დაკარგა“. „ამ ჩემს პოსტს შესაძლოა აშშ-ს საელჩოშიც გაეცნონ, ან ჩემმა ამერიკელმა ფბ-მეგობრებმა წაიკითხონ. ჩნდება კითხვა: MEGOBARI აქტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მაინც როგორ წარმოუდგენია აშშ-ს საქართველოსთან და მის ხელისუფლებასთან საერთოდ ურთიერთობა, თუკი მისი პირველი პირები სანქციების ქვეშ ეყოლება?! გვინდა არ გვინდა მივდივართ ვარაუდამდე, რომ აშშ იმედოვნებს ამ და სხვა აქტებით, ღია თუ ფარული ოპერაციებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას, რომ უკვე მის ხელდასხმულ მთავრობასთან დაიწყოს ახალი ურთიერთობა, უფრო სწორად კი დაუბრუნოს ისინი იმ მდგომარეობას, რაც იყო 2004-2012 წწ, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყანა დემოკრატიით შენიღბულ ტერორში ცხოვრობდა, ბოლოს კი ტერიტორიების 22% დაკარგა.“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.