fbpx

ზაალ ანჯაფარიძე: სუვერენულ ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვის გარე ძალებისადმი სერვილიზმით დაავადებული და მათ მოთხოვნისთანავე ცალ ფეხზე დამდგომი კონტრელიტა თავისიმრევლით

სუვერენულ ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვის გარე ძალებისადმი სერვილიზმით დაავადებული და მათ მოთხოვნისთანავე ცალ ფეხზე დამდგომი კონტრელიტა თავის ასეთივე მრევლით, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ოპოზიცია გარე მფარველების დახმარებით ცდილობს, ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს არჩევნების გვერდის ავლით, რაშიც მათ ღიად ეხმარება უცხოური გავლენის აგენტად გადაქცეული პრეზიდენტი.

„სუვერენულ ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვის გარე ძალებისადმი სერვილიზმით დაავადებული და მათ მოთხოვნისთანავე ცალ ფეხზე დამდგომი კონტრელიტა თავის ასეთივე მრევლით. ეს ჭრელა-ჭრულა შემადგენლობა, რომელიც ამ ბოლო დღეებში დარწმუნდა, რომ არჩევნებში გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს, სწორედ მათი გარე მფარველების დახმარებით ცდილობს ხელისუფლების ხელში ჩაგდებას არჩევნების გვერდის ავლით.

ამაში მათ უკვე ღიად ეხმარება კონსტიტუციის ველიდან გასული, ყველანაირი ლეგიტიმაცია დაკარგული და ფაქტიურად უცხოური გავლენის აგენტად გადაქცეული ე.წ. „პრეზიდენტი.“ არავინ დაიჯეროთ მისი ყასიდი განცხადებები არჩევნებამდე მისვლაზე.

ცივილიზებულ სამოქალაქო პროტესტს, თუნდაც მწვავეს, არაფერი აქვს საერთო იმასთან რაც ხდებოდა და ხდება პარლამენტის კედლებთან (პოლიციის მისამართით საგნების სროლა, მათთვის გაზის შეფრქვევა და ა.შ.). ამის მოთავეები არიან ბოლომდე მარგინალიზებული პოლიტიკური უმცირესობის ლიდერები და ასევე მღვრიე წყალში თევზის დაჭერის მსურველნი, თავი რომ უცებ მასის ლიდერებად წარმოიდგინეს.

თუ ასე გაგრძელდა, არაა გამორიცხული, რომ ხელისუფლების მხარდამჭერებს, ისე როგორც 29 აპრილს, კვლავ მოუწიოთ შეახსენონ უმცირესობას რაღაცები და მიუჩინონ ადგილი.“ -წერს ზაალ ანჯაფარიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება