ზაალ ანჯაფარიძე: ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სადამდეც შეუძლია

როგორც საჯარო სივრცეში, ისე კულუარებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სადამდეც შეუძლია, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ომის გაგრძელებისთვის, ბრიუსელი კიევს ახალი და უფრო ეფექტური შეიარაღების და სხვა დახმარების მიწოდებას ჰპირდება, ხოლო, თავად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, ბლოკს 2.5 ტრილიონი ევრო დაუჯდება. “როგორც საჯარო სივრცეში, ისე კულუარებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სადამდეც შეუძლია. ამისათვის კი ახალი და უფრო ეფექტური (მაგ. Taurus რაკეტები) შეიარაღების და სხვა დახმარების მიწოდებას ჰპირდება. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება კი ბლოკს, სხვადასხვა მონაცემებით 2,5 ტრილიონი ევრო დაუჯდება.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება