გერმანიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მამაკაცი, რომელმაც ანალენა ბერბოკს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა, და მას 9 600 ევროს გადახდა დააკისრა. უფრო ადრე, ჰანოვერის სასამართლომ 600 ევროს ჯარიმა დააკისრა ქალს, რომელმაც ინსტაგრამში მინისტრ ანალენა ბერბოკს შეურაცხყოფა მიაყენა – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, არ უნდა უკვირდეთ აქაურ ფსევდო-ევროპელებს, თუკი მათაც იგივე ელოდებათ მსგავსი საქციელისთვის. „გერმანიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მამაკაცი, რომელმაც ანალენა ბერბოკს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა, და მას 9 600 ევროს გადახდა დააკისრა უფრო ადრე, ჰანოვერის სასამართლომ 600 ევროს ჯარიმა დააკისრა ქალს, რომელმაც ინსტაგრამში მინისტრ ანალენა ბერბოკს შეურაცხყოფა მიაყენა. ასე რომ ნუ გაუკვირდებათ და ეწყინებათ აქაურ ფსევდო-ევროპელებს, თუკი მათაც იგივე ელოდებათ მსგავსი საქციელისთვის. ისე, როგორ არის მათი საქმე, ეხლა რომ შფოთავენ, კანონმა რომ კუდზე ფეხი დააჭირათ? ევროპაში შეიძლება და საქართველოში არ შეიძლება?“ – წერს ანჯაფარიძე.