fbpx

ვიქტორ ორბანი ხეერტ ვილდერსს ნიდერლანდების მემარჯვენე მთავრობის ფორმირებას ულოცავს – მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რომ ევროპა უფრო უსაფრთხო და ძლიერი გავხადოთ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, ნიდერლანდების მემარჯვენე მთავრობის მეთაურს, ხეერტ ვილდერსს, მთავრობის ფორმირებაზე მუშაობის დასრულებას ულოცავს. ამის შესახებ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა

“გილოცავთ, ხეერტ! მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რომ ევროპა უფრო უსაფრთხო და ძლიერი გავხადოთ.” – ნათქვამია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

როგორც ხეერტ ვილდერსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოთხი მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობით შექმნილ კაბინეტში, სწორედ მისი “პარტია თავისუფლებისთვის” იქნება ძალაუფლების ცენტრში.

მისივე თქმით, “ნიდერლანდებში მზე კვლავ ამოვა”, ვინაიდან ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის, სამთავრობო კოალიცია აპირებს, თავშესაფრის მინიჭების ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებას და საზღვრების კონტროლის გაძლიერებას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება