ვიქტორ ორბანი-საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო

თქვენ აუცილებლად გახდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ  ირაკლი კობახიძესთან  ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის  წევრი სახელმწიფო იმ განცხადებების ფონზე რაც ზოგიერთი  წევრი  სახელმწიფოს ლიდერისგან ისმის, ვიქტორ ორბანმა ასე უპასუხა:„ნუ იქნებით ასეთი დარწმუნებული, ზოგიერთი ქვეყანა ასე ამბობს, მაგრამ თქვენ აუცილებლად გახდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო,“- განაცხადა უნგრეთის პრემიერმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება